კობახიძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი გახდება - ხიდაშელი

03.10.23 13:29
კობახიძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი გახდება - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ კობახიძეს გარანტიები მიღებული აქვს, რომ თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს, თანამდებობა მისია.

ხიდაშელის თქმით, კობახიძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი გახდება

ხიდაშელის თქმით, ვინც მას შეჰპირდა პრეზიდენტობის თანამდებობის ხელში ჩაგდებას "გადაგდებები სჩვევია".

ის (კობახიძე) რომ იქნება (პრეზიდენტი) ამის საფუძველს არაფერი არ მაძლევს, მაგრამ მას ასე სჯერა. მოსაზრება არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ამ წუთის მდგომარეობით, მას გარანტიები მიღებული აქვს. მან იცის, მისთვის ნათქვამი აქვთ, რომ მიიყვანე ეს საქმე ბოლომდე და ეგ თანამდებობა შენია. ეს რომ ასე იქნება ამაში არ ვარ დარწმუნებული, იმ კაცს, ვინც მას შეჰპირდა, გადაგდებები სჩვევია და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, მაგრამ ახლა ამ წუთის მდგომარეობით ეს გაგიჟება და მოწადინება კობახიძის მხრიდან ამით არის მოტივირებული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები