თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ გაკმაყოფილებთ, 80-ვე დეპუტატი მოგეწვიათ - მაია კოპალეიშვილი
თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ გაკმაყოფილებთ, 80-ვე დეპუტატი მოგეწვიათ - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხად, რითაც მოსამართლე მერაბ ტურავას და იმპიჩმენტის წარმდგენებს უპასუხა, რომლებიც სხდომაზე პრეზიდენტის არდასწრებას უკმაყოფილებით შეხვდნენ.
სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ბატონი ირაკლი 80 დეპუტატს წარმოადგენს. მაშინ ყველა უნდა მოგეწვიათ აქ - თუ თქვენ პრეზიდენტის წარმომადგენლის არსებობა არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, ბატონი ირაკლი წარმოადგენს 80 დეპუტატს და ყველა უნდა მოგეწვიათ მაშინ"- თქვა მან.