ჩუგოშვილი, კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, ამიტომაც მმართველი გუნდის დეპუტატისთვის წარმოუდგენელია, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას ჩუგოშვილი.
„კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია ის (თამარ ჩუგოშვილი), სადაც წერია, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საშუალება ვიზიტების განხორციელების და დამაზიანებელია ის, რაც მოხდა, დამაზიანებელია კონსტიტუციის ასეთი დარღვევა და მე მიჭირს წარმოვიდგინო, როგორ დაასაბუთებს თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას. ვერც წარმომიდგენია. მე მაინც ვფიქრობ, რომ წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, თითქოსდა ეროვნული ინტერესების დასაცავად მოხდა კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება იმას, რომ არ ჩავიდა [ბათუმში], ღირსების საკითხად თუ მიაჩნდა ლატვიისა და სხვა ლიდერებთან შეხვედრა, საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოსთან შეხვედრას თაკილობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.