რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუსის ჩანაწერები - ხაბეიშვილის განცხადება

03.10.23 13:53
რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუსის ჩანაწერები - ხაბეიშვილის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ხაბეიშვილი გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ "რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუსის ჩანაწერები".

ხაბეიშვილის თქმით, ისინი პუტინისტებზე აუცილებლად გაიმარჯვებენ.

კონგრესში, 2023 წლის 26  აპრილს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა განაცხადა რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. 

სენატორის თქმით: “ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოვებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ, ამ არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელს“. შემდეგ სენატორმა, USAID-ის ადმინისტრატორს - სამანტა პაუერს მიმართა: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?“.

პასუხი : USAID-მა რესურსები სამართლიანი არჩევნებისკენ მიმართოს, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. „ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა.
USAID - ის  ხელმძღვანელმა თქვა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა უნდათ საქართველოში, წინასაარჩევნოთ.

ახლა რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს"  აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუსის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში.
არაფერი გიშველით ! არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის განცხადებაში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები