კობახიძის მტკიცებით, "პრეზიდენტმა კონსტიტუციას და მის მიერ დადებულ ფიცს უღალატა"

03.10.23 13:55
კობახიძის მტკიცებით, "პრეზიდენტმა კონსტიტუციას და მის მიერ დადებულ ფიცს უღალატა"

ეს იყო ღალატი კონსტიტუციის და ეს იყო ღალატი მის მიერ დადებული ფიცის - ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი კობახიძემ გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში.

სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია". 

კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას.

პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით“, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები