ბატონ ირაკლის არ აქვს პრეტენზია იყოს კონსტიტუციის მამა - კოპალეიშვილი კობახიძეზე
ირაკლი კობახიძეს არ აქვს პრეტენზია იყოს კონსტიტუციის მამა - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რითაც "ოცნების" თავმჯდომარის რიტორიკას გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტმა ყველა ვიზიტი პრემიერთან და მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.
"შესაძლოა, პრეზიდენტის მამებს და ავტორებს სრულიად სხვა მიზნები ჰქონდათ" - თქვა იურისტმა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეპლიკა მოჰყვა:
"მთლად პრეზიდენტის მამებად ნუ მოიხსენიებთ" - თქვა ტურავამ, რაზეც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი ის არის, ირაკლი კობახიძეს არ აქვს პრეტენზია იყოს კონსტიტუციის მამა.
კარგით, კონსტიტუციის მამებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბატონ ირაკლის არ აქვს პრეტენზია იყოს კონსტიტუციის მამა". - განაცხადა კოპალეიშვილმა.