პრეზიდენტს რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა - კობახიძე

03.10.23 14:08
პრეზიდენტს რომ  ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ვიზიტების კერძო დაფინანსების შესახებ მისი მხრიდან მორიგი აღიარებაა, რომ ეს ვიზიტები არალეგიტიმური იყო.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში ბიუჯეტის თანხა რომ დაეხარჯა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა. 

"პრეზიდენტს რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას". - თქვა კობახიძემ.

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები