პარლამენტში ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია - ბოკუჩავა პაპუაშვილს

03.10.23 14:32
პარლამენტში ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია - ბოკუჩავა პაპუაშვილს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ პარლამენტში მას არავინ არაფერს ეკითხება, რადგან მხოლოდ ბუტაფორიად და მოვალეობის შემსრულებლად ზის.

თინა ბოკუჩავას თქმით, დეპუტატებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ შევიდნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მისი მონახულება შეძლონ.

მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამგვარი დრაკონული აკრძალვა არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ და კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ФСБ-ს დავალებით დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა სწორედ ФСБ-ში დაიწერა, სწორედ სანქცირებული ფარცხალაძის მიერ, რომელსაც ამერიკელები ამხელენ იმაში, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს“,- ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავა ირწმუნება, რომ ახლა "ქართული ოცნება" უკიდურესად შეშინებულია, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების, ქართველების პროტესტის და რუსეთის მხრიდან სიკვდილის ეშინია.

დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დღეს უკიდურესად შეშინებულად გამოიყურებით, არა მხოლოდ თქვენ პერსონალურად, ბატონო შალვა, როდესაც სარგებლობთ ბოროტად თქვენი დისკრეციული უფლებამოსილებით, რომ არ შეუშვათ დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილთან, არამედ უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების ეშინია, ქართველი ხალხის პროტესტის ეშინია და რუსეთისგან მას სიკვდილის ეშინია იმიტომ, რომ მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა და ვერ მოახერხა საქართველოს რუსიფიკაცია, ამას ის ვერასოდეს მოახერხებს!", - თქვა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები