პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან - ასლან ბჟანია

03.10.23 14:57
პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს ხელისუფლებას აქებს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს.

ბჟანია ამბობს, რომ პრეზიდენტის გარდა საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატულები არიან.

პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, - ამბობს ბჟანია რუსულ პროპაგანდისტულ მედიას.

ბჟანიას თქმით, თუ "საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ისინი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე იფიქრებენ".

თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, - თქვა ბჟანიამ.

მსგავსი სიახლეები