"სუსტი არგუმენტები აქვთ - კონსტიტუციის ავტორი კობახიძე, თანაავტორს არგუმენტებს უწუნებს

03.10.23 15:26
"სუსტი არგუმენტები აქვთ - კონსტიტუციის ავტორი კობახიძე, თანაავტორს არგუმენტებს უწუნებს

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორს, თამარ ჩუგოშვილს "სუსტი არგუმენტები აქვს". როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნებოდა პრეზიდენტი სხდომას პირადად დასწრებოდა. 

ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემისთვის იყო მნიშვნელოვანი, თორემ მე რა ინტერესი მაქვს. ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ 4 პარლამენტის წევრი იმიტომ არის მოსული, რომ გამოვხატეთ განსაკუთრებული პატივისცემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა არ გააკეთა, ეს მისი არჩევანია. სამართლებრივი თეორიული, ყველანაირი მიდგომის მიხედვით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა, თუმცა ის ნაწილი, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში არის სამართლებრივი, ის ნაწილი, რომელიც წარიმართება პარლამენტში არის პოლიტიკური, ეს ყველამ იცის, ამიტომ აქ სპეკულაციებისთვის სივრცე საერთოდ არ არის. ევროპა და ევროპელობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. იურისტები არ ხართ, მაგრამ როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები