საკონსტიტუციოში იმპიჩმენტი მიდის და ხომ არ გადავდოთ დღევანდელი სხდომა? - რაქვიაშვილი პაპუაშვილს

03.10.23 15:07
საკონსტიტუციოში იმპიჩმენტი მიდის და ხომ არ გადავდოთ დღევანდელი სხდომა? - რაქვიაშვილი პაპუაშვილს

პარლამენტის სხდომაზე "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა შალვა პაპუაშვილს საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესების გამო სხდომის გადადება მოსთხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო. 

საკონსტიტუციოში იმპიჩმენტი მიდის და ხომ არ გადავდოთ დღევანდელი სხდომა? პოლიტიკური ამბავია, მათ შორის, თქვენი მოწყობილი. გადავდოთ სხდომა და ხვალ გავაგრძელოთ“,- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარლამენტი გახლავთ ცალკე საკონსტიტუციო ორგანო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა არ გახლავთ სანახაობა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დაწყების წინ „გირჩის“ დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის წინადადებას,

„პარლამენტი გახლავთ ცალკე საკონსტიტუციო ორგანო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა არ გახლავთ სანახაობა. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ საკითხს, სინამდვილეში, არა მხოლოდ დღეისთვის, არამედ სამომავლოდ თუ როგორ უნდა იყოს უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების საკითხის ურთიერთდამოკიდებულება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ეს სერიოზული საკითხია სინამდვილეში რომ დავფიქრდეთ. ამიტომ, გასაგებია ინტერესი, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ სხვანაირად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები