კომიკური აბსურდული საქმე - გამოკითხვების სერია სუს-ში

03.10.23 16:00
 კომიკური აბსურდული საქმე - გამოკითხვების სერია სუს-ში

"სახელმწიფო გადატრიალების" საქმეზე სუსმა გამოკითხვების სერია დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს CANVAS საქართველოს ტრენერი ნინი გოგიბერიძე, მასთან კითხვები იმ შეხვედრის შესახებ ჰქონდათ, რომელიც ჯერ ჩუმად ჩაიწერეს, შემდეგ კი სისხლიანი რევოლუციის მცდელობად მონათლეს.

CANVAS საქართველოს წარმომადგენელმა სუსში გამოკითხვაზე უარი თქვა, ამიტომ დღეს მოსამართლის წინაშე დაიკითხა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ამიტომ დეტალებზე საჯაროდ ვერავინ საუბრობს. 

 CANVAS საქართველოს ტრენერის ნინი გოგიბერიძის თქმით, კითხვები იყო აბსურდული და ყველანაირი კონტექსტიდან ამოვარდნილი. მისივე თქმით, კითხვები შეეხებოდა მესამე ფრონტს, რევოლუციურ სცენარს, ძალადობას და ა.შ.

კითხვები აბსურდულ სცენარებს შეეხებოდა, კონტექსტიდან ამოგდებულ რაღაცეებს მეკითხებოდნენ, რევოლუციურ სცენაზე, ძალადობაზე, მესამე ფრონტზე, სუსი საუბრობს ამას. ჯიმ შარპის მეთოდოლოგიის თანახმად გამოსავალზე ვყვებოდი, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანების აქტიურობას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. კანვას საქართველოში მინიმუმ 4 ტრენინგი აქვს ჩატარებული, მათ შორის ონლაინ შეხვედრების და ფიზიკური შეხვედრებიც რეგიონებში", - ამბობს CANVAS საქართველოს ტრენერი, ნინი გოგიბერიძე.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით,  საქმე კომიკური და აბსურდულია და ამავე მიზეზითვე ასაიდუმლოებს სუსი დეტალებს.

შინაარსთან დაკავშირებით პასუხის გაცემა არ შემიძლია, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ეს საქმე არის კომიკური აბსურდული და სწორედ ამ გადაწყვეტილებით არის აქედან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმის გასაიდუმლოების. მუხლი არ არის განცხადებაში ნახსენები იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახური ფიქრობს, რომ ეს არის სახელმწიფოს საიდუმლოება.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ. 

მსგავსი სიახლეები