თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? - სამნიძე წილოსანს
თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს.
სამნიძემ წილოსანს უთხრა, რომ მისი გამოსვლის დროს მხოლოდ პიონერთა ყელსახვევი დააკლდა თვალში.
„ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს ?
იარაღით მემუქრებიანო და ვინ გემუქრებათ იარაღით? თქვენც ხომ არ დაგიბერათ ამ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? სანქციების გამო, საზოგადოებრივი განწყობის გამო, ახალგაზრდების გამწყობების გამო. ამან ხომ არ შეგაშინათ და შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ. ახლა გადახვედით კანონების ცვლილებაზე და აქციების აკრძალვით ფიქრობთ, რომ ფონს გახვალთ?- უთხრა სამნიძემ წილოსანს.
წილოსანმა სუს-ის განცხადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროფესიული ტრენინგები ახალგაზრდების განათლების მოტივით ტერმინებით და შინაარსით: პროტესტი, კარვები, დაუმორჩილებლობა, აფეთქება, მსხვერპლი მიმდინარეობს.