სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო - CANVAS დამფუძნებელი გამოკითხეს

03.10.23 15:55
სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო - CANVAS დამფუძნებელი გამოკითხეს

"ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე", - CANVAS საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გოგიბერიძე მოწმის სახით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. 

ნინო გოგობერიძე გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. 

კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო. დინჯად და მხნედ დავაკვირდები მოვლენების განვითარებას. 
განსაკუთრებული მადლობა Eduard Marikashvili და გიორგი ტაბატაძეს ამ ყველაფრის გაძლებისთვის", - წერს 
გოგიბერიძე.

მსგავსი სიახლეები