როდის იყავით მართალი, როცა სერბები გეხმარებოდნენ, თუ ახლა, როცა გადატრიალებაზე საუბრობთ? - ბოტკოველ სუბარს
როდის იყავით მართალი, როცა სერბები გეხმარებოდნენ, თუ ახლა, როცა გადატრიალებაზე საუბრობთ? - ასეთი კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ს წევრმა გიორგი ბოტკოველმა "ხალხის ძალის" ლიდერს, სოზარ სუბარს.
2001, 2002, 2003 წლებში ეს ორგანიზაციები გეხმარებოდნენ თქვენ, ხომ ასეა ბატონო სოზარ? ეს სერბები ხომ არ გეხმარებოდათ თქვენ იმ ტრენინგების ჩატარებაში? მაშინ იყავით მართალი თუ ახლა ხართ, როცა საუბრობთ?" - უთხრა ბოტკოველმა სუბარს.
დეპუტატი საპარლამენტო სესიაზე სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ USAID-ის დაფინანსებით ტარდებოდა ტრენინგები, რომლითაც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შემოტანა ისწავლებოდა.