"აბსურდული სარჩელი და პოლიტიკური დაკვეთა" - ყოფილი მოსამართლეები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სამართლებრივად აბსურდული, უარგუმენტო და დაუსაბუთებელი სარჩელი - ასე აფასებენ საკონტიტუციო სამართლოს ყოფილი მოსამართლეები პრეზიდენტის საქმეს, რომლის განხილვაც დაწყებულია. ყოფილი მოსამართლეები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს საქმე წარმოებაში სამართლოს არ უნდა მიეღო.
მთავრობა ედავება პრეზიდენტს იმის გამო, რომ ის ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რაც მთავრობას უნდა განეხორციელებინა. ამიტომ ეს საკითხი იყო გადასაწყვეტი თუ იმსჯელებდა საკონსტიტუციო სასამართლო ამაზე და თუ მიმართავდა მთავრობას, სწორედ უფლებამოსილებათა შესახებ დავის ფარგლებში. რახან მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად, აქ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზეა პასუხი გასაცემი. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, მთავრობის თანხმობის ინსტიტუტის არსი საერთოდ. სასამართლომ უნდა თქვას, ნებისმიერი, თუნდაც ფორმალური ხასიათის დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციასთან შეუსაბამობა შეიძლება თუ არა გახდეს პირის იმპიჩმენტის საფუძველი?, - ამბობს ლოლაძე.
მოსამართლე ზაზა თავაძე კი პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს.
თითიდან გამოწოვილი არგუმენტები, რასაც ე.წ. „ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძეს მოყავს, ეს არის ცალსახად, პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მას დაუკვეთეს და ახლა ის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩადის, ზუსტად, რომ ივანიშვილის დაკვეთა შეასრულოს და ამით დასაჯოს პრეზიდენტი, რომელიც წავიდა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ, - ამბობს თავაძე.