ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეაღწია - საბა ბუაძე
„პერსონებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ, კიდევ ერთი საბოტაჟია,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „ტვ პირველთან“ გააკეთა.
საბა ბუაძის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივია. ბუაძისთვის გაუგებარია ასევე სახალხო დამცველის ოფისის პასიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბუაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სრულად დაიმორჩილოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ბუაძის შეფასებით, ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეაღწია.
სიმართლე არის, სადღაც შუაში - ყოველთვის ცდილობენ, რომ ამ შუის მიღმა გაგვახედონ და აქეთ უკიდურესობებში ვიყოთ.
ცხადია, ამ პროცესს აქვს ორი განზომილება - ერთია, სამართლებრივი და მეორე, ეს არის პოლიტიკური განზომილება. სამართლებრივი თვალსაზრისითაც, ლელო დღეს აღმოჩნდა ერთადერთი პარტია, რომელიც ორივე მიმართულებით აქტიურად საუბრობს ამ პრობლემებზე.
სიორიძემ „ლელოს“ სახელით წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სადაც მკაფიოდ წერია, რატომ არ აქვს ამ საკითხს სამართლებრივი მოჭიდება.არსებობს მხოლოდ პოლიტიკური განზომილება და აქ კარგად ჩანს, რომ ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა ამ სიტუაციაში არის, რომ სრული კონტროლი ჰქონდეს. როდესაც ხელისუფლებას ასეთი ფორმით ებღაუჭები, გჭირდება სრული კონტროლი და მონოპოლია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და ამიტომ არის მისთვის მნიშვნელოვანი, რომ არც პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს გამონაკლისი და ცდილობს, რომ მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტებით და ამ ხალხით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვიხილეთ, ცდილობს, რომ მასზეც დაამყაროს კონტროლი და მკაფიო გზავნილი გააჟღეროს ყველას მიმართ,“ - ამბობს ბუაძე.