იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი "ოცნების" კრახით დასრულდება - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის წინააღმეგ დაწყებული იმპიჩმენტი "ოცნების" კრახით დასრულება. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როდესაც მოქალაქეები მთავრობისგან პრობლემების მოგვარებას ელოდებიან, "ოცნება" კლოუნადით არის დაკავებული.
მე მაინც მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი, ეს სამარცხვინო პროცესი, რომელმაც დააზიანა უკვე ძალიან ჩვენი ქვეყნის იმიჯი ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით, დამთავრდება „ქართული ოცნების“ სრული კრახით. ადამიანები ელოდებიან მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, „ქართული ოცნება“ კლოუნადით არის დაკავებული, - ამბობს სამადაშვილი.