მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს პრეზიდენტის იპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს - გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოსამართლე, რომელიც ზურაბიშვილის იმპიჩენტს დაადასტურებს, ხელს ქვეყნის წინაშე ღალატს მოაწერს. მისი თქმით, პრეზიდენტი იძლებული გახდა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე საკუთარი სახსრებით ეკეთებინა.
ზურაბიშვილი იძულებული იყო, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ეს ვიზიტები, რომელიც იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს. ისინი არიან განუსაზღვრელი ვადით დანიშნულები, ვერავინ გაათავისუფლებს და უნდა გათავისუფლდნენ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისგან, - ამბობს გოცირიძე.