პრეზიდენტის არგუმენტები სამართლებრივად აბსურდულია - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის არგუმენტები სამართლებრივად აბსურდულია
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღესაც კი არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან განმარტება, რომ ის შეცდა და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს არ უდგას მხარში, არ აძლიერებს მას თავისი სწორი, რეალობასთან მიმართებით რელევანტური არგუმენტებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქმის მეორე, პოლიტიკური მხარეა, არასამართლებრივი. პოლიტიკურია, მაგრამ მორალურად აბსოლუტურად რელევანტური და სწორი, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ამბობს - არ იმსახურებს, ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს უარის თქმის მიზეზი იყო, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანხმობაც გასცეს, შემდეგ 26 მაისი იყო, შემდეგ პოზიციის არშეცვლა იყო. დღესაც კი არ მოგვისმენია ჩვენ მისგან განმარტება, რომ არა, მე შევცდი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის დღემდე მიჰყვება იმ აზრს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები. ეს უარის თქმის საფუძველია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლებრივად დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადავო საკითხი უბრალოდ არ არსებობს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.