ამ ადამიანში ჩასახლებული იყო "ოცნება" - ბერდია სიჭინავა მერაბ ტურავაზე

03.10.23 16:48
ამ ადამიანში ჩასახლებული იყო "ოცნება" - ბერდია სიჭინავა მერაბ ტურავაზე

"ამ ადამიანში ჩასახლებული იყო "ოცნება" - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბერდია სიჭინავამ გააკეთა. სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ადარებს ერთმანეთს და ამბობს, რომ ტურავას მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ მიკერძოება სასამართლო სხდომიდან იგრძნობოდა. 

სამართლებრივი პროცესი რომ დასრულდეს და პოლიტიკურ ტრიბუნაზე საქართველოს პარლამენტში ამ პროცესმა გადაინაცვლოს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიღებს, თავს შევიკავებ, თუმცა ცალსახად, რაც დავინახეთ პროცესის განმავლობაში, კონსტიტუციური კონტროლის

განმახორციელებელი ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც არბიტრი უნდა იყოს მთელი ამ დროის განმავლობაში, ვხედავდით რომ ტენდენციური იყო და ტენდენციას ამჟღავნებდა კონკრეტულად სახელისუფლებო პარტიის მისამართით. ჩასახლებული იყო ამ ადამიანში ოცნება, იმიტომ, რომ როგორი ღიმილით ესაუბრებოდა ის ირაკლი კობახიძეს და როგორი შეურაცხმყოფელი რიტორიკით და ლექსიკით გამოირჩეოდა პრეზიდენტის მიმართ.
 

ფორმალურ-სამართლებრივადაც ამ საკითხს მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მივუდგეთ. კაზუისტიკაა და სწორედ ამაში ცდილობს, გადაგვიყვანოს დღეს საქართველოს მთავრობა, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. ასე თუ მივუდგებით ამ საკითხს, რეალურად კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს საქართველოს მთავრობა, როდესაც პირდაპირი ფორმით ეწევა საბოტაჟს სტატუსის მიღების,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.
 

 

 

მსგავსი სიახლეები