გიჟური, უსუსური არგუმენტები, ჩუგოშვილს და კოპალეიშვილს საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ - მდინარაძე

03.10.23 17:08
გიჟური, უსუსური არგუმენტები, ჩუგოშვილს და კოპალეიშვილს საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ - მდინარაძე

ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ.

მდინარაძე მათ ნათქვამს გიჟურ, უსუსურ, არარეალურ არგუმენტებად მოიხსენიებს.

მოდით, კვალიფიკაციას ნუ დავუწუნებთ თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს, მაგრამ ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ საზოგადოებაც, ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ ასეთი გიჟური, უსუსური, არარეალური არგუმენტების ფონზე ყველაფერი ნათელი და გასაგებია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები