ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს - მდინარაძე

03.10.23 17:15
ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს - მდინარაძე

ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ის მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს და აფეთქებას.

მისი თქმით, ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა

ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა და რომელიც დიდწილად დადასტურდა უკვე, რა სახის ტრენინგებსაც ატარებდნენ "კანვასის" წარმომადგენლები და რაც გახმოვანდა გუშინ, ასევე სუს-ის მიერ". - განაცხადა მდინარაძემ. 

პარლამენტი დაჩქარებული წესით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. 

მსგავსი სიახლეები