პრეზიდენტის იმპიჩმენტით მთავრობა სხვა მწვავე საკითხების გადაფარვას ცდილობს - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომაჯრია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტით ხელისუფება სხვა გაცილებით უფრო მწვავე საკითხების გადაფარვას ცდილობს. საუბარია ფარცხალაძის და პრემიერის ჩარტერის სკანდალებზე.
ლომჯარია ამბობს, რომ მთავრობა ბარიერებს ხელოვნურად აწესებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ყოფილი ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის რიგებში არ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ.
ერთი მიზეზი, რაც შესაძლებელია იმპიჩმენტის უკან იდგას, არის ის, რომ მთავრობამ, პარლამენტმა გადაფაროს სხვა საკითხები, სადაც ნამდვილად უნდა დაწყებულიყო იმპიჩმენტი, მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მის მიერ ჩადებილი ქმედებების გამო, პრემიერის იმპიჩმენტი, სავარაუდო კორუფციაში მისი მონაწილეობის გამო, საქართველოს პარლამენტი ხელოვნურად აწესებს ბარიერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიზეზი მიეცეს ევროკავშირს, რომ ვერ მოგვცენ კანდიდატის წევრის სტატუსი. ეს არის ნამდვილად საბოტაჟი. მე პირადად, ჩემი გამოცდილებით, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ არ აღმოჩნდებიან ოპოზიციის რიგებში ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ, - ამბობს ლომჯარია.