პუტინი ბჟანიას შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდება. ინფორმაციას ასლან ბჟანიას პრესსამსახური ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელება იქნება.
ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააფართოებს იმ ქვეყნების წრეს, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ, საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.