ვუშვებ შანსს, რომ მოსამართლეები "ოცნების" ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ - ეკა გიგაური იმპიჩმენტზე

03.10.23 17:35
ვუშვებ შანსს, რომ მოსამართლეები "ოცნების" ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ - ეკა გიგაური იმპიჩმენტზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ, სუბიექტურები იქნებიან. მისი თქმით, აღნიშნული მოსამართლეები "ოცნების" მიერ სურვილით დაინიშნენს და შესაბამისად, არსებობს დიდი შანსი, რომ მათ პრეზიდენტის საქმეშიც ხელისუფლების ინტერესები გაატარონ. 

სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს კონკრეტული მოსამართლეები „ქართული ოცნების“ დიდი სურვილის შესაბამისად იქნენ დანიშნულები. ვუშვებ იმ შანსს, რომ ისინი იმოქმედებენ არა ქვეყნის ინტერესების და არა თავისივე შვილების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ „ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე. იმედი ამქვს, რომ ისინი გადადგამენ სწორ ნაბიჯს და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, - ამბობს ეკა გიგაური. 

მსგავსი სიახლეები