ქალბატონი თამარი არის ავტორი ამ კონსტიტუციის და რატომ ეცინება, ჩემთვის გასაკვირია, თქვენი მხრიდან ირონიაა - ტურავა

03.10.23 17:54
ქალბატონი თამარი არის ავტორი ამ კონსტიტუციის და რატომ ეცინება, ჩემთვის გასაკვირია, თქვენი მხრიდან ირონიაა - ტურავა

"ქალბატონი თამარი არის ავტორი ამ კონსტიტუციის და რატომ ეცინება, ეს არის ჩემთვის გასაკვირი," - ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის წარმომადგენელს თამარ ჩუგოშვილს. მერაბ ტურავა გააღიზიანა თამარ ჩუგოშვილის ღიმილმა. მოსამართლე როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს კითხვას უსვამდა, ირაკლი კობახიძე პასუხობდა. სწორედ ამაზე გაიღიმა თამარ ჩუგოშვილმა და რეპლიკის სახით პოზიციაც დააფიქსირა. 

მთავრობის წარმომადგენლის ნაცვლად რომ პასუხობს პარლამენტი და ხანდახან შეჯამებაში და პასუხებში ეხმარება, ეს იწვევს ღიმილს,“ - ამბობს ჩუგოშვილი.

მერაბ ტურავამ ჩუგოშვილს ღიმილის გამო უსაყვედურა და პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ირონიულ მიდგომაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მერაბ ტურავამ რამდენჯერმე სცადა მთავრობის წარმომადგენლის პოზიციის დაცვა და კოლეგა მოსამართლეების კითხვების დროს თავად სასამართლოს თავმჯდომარე აჯამებდა და პასუხობდა ვახტანგ ბაჩიაშვილის მისამართით დასმულ კითხვას. 

მთავრობა ამბობს, რომ სატელეფონო საუბრებზე პრეზიდენტს არ ვედავებითო და შესაბამისად, ვახტანგი დღეს არ არის აქ უფლებამოსილი, რომ მთელი მთავრობის სახელით იმ საკითხებზე იდავოს, რომელიც სარჩელში არ არის მითითებული. როგორც სხდომის თავმჯდომარემ ქალბატონო, თამარ მე უფლება მაქვს, რომ იგივე საკითხებზე ანუ გადავდივართ, რომელიც არ არის ჩვენი განხილვის საგანი.
ქალბატონი თამარი არის ავტორი ამ კონსტიტუციის და რატომ ეცინება, ეს არის ჩემთვის გასაკვირი და ქალბატონი მაია კიდევ, ქალბატონო მაია, ჩვენ ვის მივცემთ სიტყვას და რომელ ეტაპზე, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
ქალბატონი თამარის სიცილის და მხიარულების გარეშე, ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს წარდგინების ავტორების და მის გარშემო საკითხების განხილვას. ქალბატონო თამარ, თქვენს გამოსვლაზე არც გაგვიცინია, არც შეგვიფასებია. ისაუბრეთ კარგად, ცუდად, საშუალოდ, ეს ჩვენი შესაფასებელია. თქვენი მხრიდან ირონია იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვთქვი, რომ მოდით ნუ წავალთ შორს განსახილველი საკითხიდან, ძალიან მხიარულად იყავით პროცესზე,“ - ამბობს ტურავა.

 

მსგავსი სიახლეები