„ოცნების" ვორდინგს იმეორებს საჯარო მოხელე, სიტყვებით ნუ თამაშობთ - მაია კოპალეიშვილი მთავრობის წარმომადგენელს

03.10.23 18:25
„ოცნების" ვორდინგს იმეორებს საჯარო მოხელე, სიტყვებით ნუ თამაშობთ - მაია კოპალეიშვილი მთავრობის წარმომადგენელს

ყოველთვის სჭირდება თუ არა პრეზიდენტს პრემიერის თანხმობა ქვეყნის შიგნით და გარეთ შეხვედრებისთვის? - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვახტანგ ბაჩიაშვილს.

მაია კოპალეიშვილმა სთხოვა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაეზუსტებინა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა პრემიერს ყველა შეხვედრის წინ, მათ შორის ქვეყნის შიგნით თუ ხვდება პარტნიორებს.

თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ ყველაფერი, რაც საგარეო ურთიერთობებს უკავშირდება, ეს არის 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება - მთავრობის ნებართვას საჭიროებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ პრაქტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, კონსტიტუციური ჩარჩოს გათვალისწინებით, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველა ურთიერთობა საჭიროებს მთავრობის თანხმობას, საგარეო ურთიერთობებთან მიმართებით? პრეზიდენტი ყველა საკითხში შეზღუდულია მთავრობის ნებართვით, ყოველთვის სჭირდება პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა? მაგალითად, ქვეყნის შიგნით რომ შეხვდეს შარლ მიშელს, ამ შემთხვევაშიც დასჭირდებოდა თუ არ დასჭირდებოდა? თქვენი პრაქტიკა როგორია?“ - მიმართა კოპალეიშვილმა ბაჩიაშვილს.

მაია კოპალეიშვილის კითხვა გააღიზიანა „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებმაც პრეზიდენტის წარმომადგენელს საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. კოპალეიშვილის შეფასებით, მთავრობის წარმომადგენელი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით საუბარს თავს არიდებს და „ოცნების ვორდინგს იმეორებს საჯარო მოხელე“.

რატომ იცავთ ასე ძალიან? სიტყვებით ნუ თამაშობთ, ანალოგიურად თქვენ უნდა სცეთ პასუხი საქართველოს კონსტიტუციას“ - ამ სიტყვებით მიმართა კოპალეიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია მთავრობისგან ნებართვა ითხოვოს.

შარლ მიშელი არის კარგი მაგალითი, 2021 წელს როდესაც საქარტველოში ჩამოვიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიგზავნა შარლ მიშელის დახვედრის ორგანიზების სამოქმედო გეგმა და ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება. ეს არა მხოლოდ პროტოკოლის ნაწილია, გინდათ დაყვანა ამის ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებამდე, აქ აუცილებლად არის ხოლმე საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით დანართი.

სტატუსის მომწესრიგებელ მუხლში ცხადია, კონკრეტული უფლებამოსილების პროცედურა ვერ იქნება გაწერილი, სწორედ ამიტომ 52-ე მუხლი, მისი პირველი პუნქტი აზუსტებს საქართველოს პრეზიდენტის ...

შინაარს მე გადავწყვეტ, რა ვილაპარაკო... გეუბნებით იმას, რომ 49-ე მუხლი არის კავშირში 52-წე მუხლთან, რადგან 52-ე მუხლი საუბრობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებზე და 52-ე მუხლი შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, რომელსაც მოიცავს პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებებს, რომელსაც ის დამოუკიდებლად ახორციელებს და იმ უფლებამოსილებებს, რომელსაც მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

49-ეს მესამე არის 52-ე მუხლის პირველის „ა“ - ერთნაირად ვხედავ, რადგან ერთი და იგივე ტერმინები, ერთი და იგივე შინაარსია ჩადებული, უბრალოდ იქ მთავრობის თანხმობა არ არის გამოყენებული,“ - ამბობს ბაჩიაშვილი.

მსგავსი სიახლეები