ნიკა გვარამია ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს ხვდება

03.10.23 18:49
ნიკა გვარამია ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს ხვდება

ნიკა გვარამია ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს ხვდება. შეხვედრა უკვე გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც დისკუსიის თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამერიკის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა იყო. 

ინფორმაცია, რომელიც ყველაზე საინტერესო იყო და რომელიც გავცვალეთ, ეხებოდა პირველ რიგში შექმნილ მდგომარეობას საქართველოში, რუსულ გავლენებს, რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას, ასევე პრობლემებს, რომლებიც შეიძლება დაემუქროს საქართველოს ევროპულ სტატუსს, 2024 წლის არჩევნებს და რამდენად მნიშვნელოვანია მონიტორინგი მათ შორის აშშ-ის და ზოგადად დასავლეთის მხრიდან.

ვისაუბრეთ, სხვათა შორის, ჩინეთზეც როგორც ახლადგამოვლენილ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე საქართველოს მასშტაბით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე როგორც ერთის მხრივ რუსული ამოცანის და მეორეს მხრივ, ჩინური გავლენის მსხვერპლის შესახებ საქართველოში და მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ისედაც ცნობილი იყო, თუმცა ბევრი საინტერესო ინფორმაცია ასევე მივიტანეთ სახელმწიფო დეპარტამენტამდე, მათაც ჰქონდთ შეკითხვები, ჩვენ მხარესაც ჰქონდა შეკითხვები, საინტერესო გაცვლა-გამოცვლა იყო ინფორმაციის" თქვა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები