"არ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები" - დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში
"არ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, დამასრულებინეთ და შემაფასეთ მერე," - საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ერთმანეთს სხდომაზე მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის წარმომადგენელს კითხვით მიმართა, თუმცა, მის ნაცვლად "ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა განმარტება, მთავრობის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ჩუგოშვილის პოზიციები არ აინტერესებს.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტი შეიძლება წავიდეს სადღაც მხოლოდ გამარჯობის სათქმელად, ეს სხვა საკითხია... დავასრულებ თუ შეიძლება, თქვენი მსჯელობაც არ მესმოდა, საერთოდ ამხელა საუბარი არ იყო საჭირო, მოკლედ გეთქვათ, მაგრამ გისმენდით, დამასრულებინეთ და შემაფასეთ მერე, არ არის პრობლემა, არ მაინტერესებს თქვენი პოზიციები, თქვენი მოსაზრებები,“ - ამბობს ბაჩიაშვილმა.
მე არანაირი კითხვა არ მექნება, აღარ მინდა პასუხი, არ მაინტერესებს, ამ კომენტარის მერე ის მე რას მიპასუხებს, არ მაინტერესებს,“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მას შემდეგ რაც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩუგოშვილს უთხრა, რომ მისი აზრი არ აინტერესებს, ვახტანგ ბაჩიაშვილი დაიცვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
თქვენ ეუბნებით, რომ არაფერი მაინტერესებსო და ასეთ ვითარებაში მას შეუძლია, რომ ჰქონდეს თავისი რეაქცია, რას ნიშნავს არაფერი არ გესმის,“ - თქვა ტურავამ ბაჩიაშვილის დასაცავად.
თამარ ჩუგოშვილმა დაპირისპირებამდე სთხოვა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს იმის დაზუსტება, რისი უფლება აქვს პრეზიდენტს.
კითხვა მიმართული იყო მთავრობის წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც არ მივეცით საშუალება რომ ეპასუხა, ან პარლამენტი არ ენდობა მთავრობის წარმომადგენელს. ეს პასუხი არ არის, იმიტომ, რომ იმ წარდგინებებში მითითებული შეხვედრები არის ერთი რამ, მეორე, არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომელიც შეიძლება სრულიად ბუნებრივად წარმოიშვას ისე, რომ მთავრობის თანხმობასთან კავშირში საერთოდ არ იყოს. ისეთ აბსურდში შეიძლება შევიდეთ, როდესაც იმ განმარტებას თუ გავყვებით, რა განმარტებასაც გვთავაზობს პარლამენტი ან მთავრობა, შეიძლება მივიდეთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი არ არის საჭირო ან პრეზიდენტს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს საგარეო მიმართულებით არანაირი უფლებამოსილება, ეს არის ლოგიკური დასკვნა, მინდა, რომ ოქმში დაფიქსირდეს, რომელთანაც მივა პარლამენტი.
ზუსტად ეს არის კარგი ლუსტრირება იმისა, რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ან აქამდე არ ხორციელდებოდა და ფაქტია, რომ ხორციელდებოდა უამრავი საგარეო უფლებამოსილება, უდიდესი ნაწილი ხორციელდებოდა მთავრობის თანხმობის გარეშე.
დღემდე სანამ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური იმპიჩმენტის საქმე არ შემოიტანა, დიდი ნაწილი პრეზიდენტის როლისა საგარეო მიმართულებით, ხორციელდებოდა თანხმობის გარეშე. ერთი, ეს არის ძალიან ცხადი, და მეორე არის ის, რომ აუცილებლად და გარდაუვლად შეიქმნება მთელი რიგი გარემოებები, როდესაც მან უნდა იმოქმედოს სტატუსიდან გამომდინარე და განახორციელოს მისალმებით დაწყებული და საუბრით გაგრძელებული... მაინც რჩებით თუ არა იმ აზრზე, რომ პრეზიდენტმა აბსოლუტურად არაფერია არ შეიძლება გააკეთოს 52-ე მუხლის გარეშე და არ შეიქმნება ისეთი გარემოებები, რომელიც სტატუსიდან გამომდინარე მას იძულებულს გახდის, რომ მას გარკვეული ქმედებები ჰქონდეს საგარეო მიმართულებით,“ - ჰკითხა ჩუგოშვილმა მთავრობის წარმომადგენელს.