"პროკურორი ხომ არ ხარ?" - ოხანაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელს

03.10.23 18:57
"პროკურორი ხომ არ ხარ?" - ოხანაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელს

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში - ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს დაუპირისპირდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის გაღიზიანება იურისტის კითხვებმა გამოიწვია. 

"აქ ლექციას არ ვატარებთ" - მიმართა ვახტანგ ბაჩიაშვილს, რომელიც ცდილობდა მხოლოდ 51-ე მუხლის პირველ მუხლზე ესაუბრა. 

ბაჩიაშვილმა დახმარება "ოცნების" ლიდერებს სთხოვა, რის შემდეგაც კამათში ანრი ოხანაშვილი ჩაერთო. 

"პროკურორი ხომ არ ხარ?" - ისმოდა ოხანაშვილის რეპლიკა კოპალეიშვილის მისამართით. 

რაზეც პრეზიდენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენელმა საკითხზე მხოლოდ პრაქტიკული ნაწილი იცის. 

"მოგვასმენინეთ მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია"- ამბობდა ანრი ოხანაშვილი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები