ამბობთ, რომ პირველი კურსის ქეისიაო და გეტყვით, როგორც პირველკურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს - კოპალეიშვილი კობახიძეს

03.10.23 19:02
ამბობთ, რომ პირველი კურსის ქეისიაო და გეტყვით, როგორც პირველკურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს - კოპალეიშვილი კობახიძეს

"ემოციები დააოკოს ბატონმა ირაკლიმ, იცის, რომ ქარაგმებით საუბარს არ მოვითმენ, რა პირველი კურსის ქეისი, მნიშვნელოვანი საქმეა ეს," - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ მანამდე მაია კოპალეიშვილის გამოცდილების დაკნინება სცადა. 

საოცრებაა... სტუდენტები არიან აქ და გისმენენ. აქ არის სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკური პარლამენტშია,“ - ამბობს კობახიძე.  
 

მაია კოპალეიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმიჯის დაკნინებას და მისი უფლებების შეზღუდვას ცდილობს. 

ბატონო ირაკლი, თქვენ რაც არ უნდა მაგ ჟესტებით ისაუბროთ, თქვენ გინდათ, ასე იყოს, რომ წარმოადგინოთ, რომ დაცლილია პრეზიდენტის სტატუსი ყოველგვარი შინაარსისგან. მას აქვს უფლება, რომ იმ ტიპის საგარეო ურთიერთობები, რომელიც წარდგინებაში გაქვთ მოცემული, განახორციელოს - 52-ე მუხლის მიღმა, 49-ე მუხლის ფარგლებში. თქვენი წარდგინება იმდენად დაუსაბუთებელია, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, წესით, არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად, თქვენ რატომ არ დაუსაბუთეთ წარდგინება? ბატონო ირაკლი გინდათ, რომ სტუდენტებზე გააკეთოთ აქცენტი და ამბობთ, რომ პირველი კურსის ქეისიაო და გეტყვით, რომ პირველი კურსის ქეისია, რადგან როგორც პირველკურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს და ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესებს და იმიჯს ეხება. ემოციები დააოკოს ბატონმა ირაკლიმ, იცის, რომ ქარაგმებით საუბარს არ მოვითმენ,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები