პრეზიდენტის წარმომადგენლებს არგუმენტები თავზე ენგრევათ - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე კმაყოფილია - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან.
მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პასუხს ვერ იძლევიან, რა სხვაობაა სტატუსსა და უფლება-მოსილებას შორის.
კობახიძის განმარტებით, მთავრობა მდუმარე თანხმობას იძლევა ქვეყნის შიგნით ვიზიტებზე, უცხოეთში გამგზავრებაზე კი "ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილმა ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა.
რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილება შორის, ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. ჩვენ განვიმარტეთ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსს და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი." - თქვა კობახიძემ.