პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მისი წარმომადგენლები არიან - კობახიძე

03.10.23 19:08
პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მისი წარმომადგენლები არიან - კობახიძე

"პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, მოუწევდა მძიმე მდგომარეობაში ყოფნა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის სარჩელის ავტორმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძე ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორ მდგომარეობაშიც არიან პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან უხერხულ მდგომარეობაში, მძიმეა მათი მდგომარეობა, შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა," - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები