არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებული - რა შთაბეჭდილება დარჩა თამარ ჩუგოშვილს
არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებული - სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მას და მაია კოპალეიშვილს განცდა დარჩათ, რომ პროცესი სამართლიანი არ იყო.
როგორც ჩუგოშვილი ამბობს, სასამართლო თანასწორად უნდა ექცეოდეს ორივე მხარეს.
ამაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა აქცენტი, პროცესი აუცილებელია რომ წარიმართოს იმ პირობებში, როდესაც სასამართლო თანასწორად ექცევა ორივე მონაწილეს, ვინც ამ პროცესში ვართ წარმოდგენილი. სხვანაირად აუცილებლად გაჩნდება განცდა, რომ პროცესი არ არის სათანადოდ სამართლიანი. ნახავთ თქვენ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, არაერთხელ მიუთითა ქალბატონმა მაიამ და დაგვრჩა არაერთხელ ასეთი განცდა,“ - ამბობს ჩუგოშვილი.