პრეზიდენტის იმპიჩმენტი ივანიშვილის თამაში და დიქტატურიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილის დიქატატურიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს ოლიგარქის გეგმების საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია.
ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუკტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.
სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება, - წერს მიხეილ სააკაშვილი.