პრეზიდენტი არის არა დამოუკიდებელი პირი, არამედ მთავრობის წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

03.10.23 19:21
პრეზიდენტი არის არა დამოუკიდებელი პირი, არამედ მთავრობის წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

„ის არის არა დამოუკიდებელი პირი, არამედ მთავრობის წარმომადგენელი,“ - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „პირველებთან“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სატელეფონო საუბარი შეუძლია მთავრობის თანხმობის გარეშე.

საგარეო ურთიერთობები არის საჯარო ურთიერთობების ის სფერო, სადაც პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება იმის მიუხედავად, სად ხორციელდება, როგორ და რა ფორმით ხორციელდება, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა მთავრობის მხრიდან თანხმობა მოიპოვოს, იმისთვის, რომ მისი საგარეო ურთიერთობების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს. 
(ჟურნალისტის კითხვა: ტელეფონით საუბარი არის თუ არა მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება?) ყველაფერი რაც სახელმწიფოს სახელით ხორციელდება და არის კონტაქტი პრეზიდენტსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებს თუ ოფიციალურ პირებს შორის, ცხადია, არის საგარეო ურთიერთობების განხორციელება, რომელიც მთავრობის თანხმობას საჭიროებს,“ - ამბობს ბაჩიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები