პრეზიდენტის გასამართლების პირველი ეტაპი დასრულდა - ისტორიული პროცესი თავდაყირა დგება
პრეზიდენტის გასამართლების პირველი შვიდსაათიანი ეტაპი დასრულდა. იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ განახლდება. სხდომის ფინალური ნაწილი კი "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მთავრობის წარმომადგენლის საბედისწერო დაკითხვამ ისტორიულ სასამართლო პროცესზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა და "ოცნების" პროპაგანდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ, პრაქტიკულად, წყალში ჩაყარა.
ვახტანგ ბაჩიაშვილმა თავის დაძვრენა პრეზიდენტის წარმოამდგენლების კითხვების შემდეგ ვეღარ შეძლო, ამიტომ თამარ ჩუგოშვილის შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა. ბოლოს მთავრობის თანამშრომლის მაშველ რგოლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქცა. მერაბ ტურავა მოსამართლეებს და პრეზიდენტის წარმომადგენლებს მისთვის არასასურველ კითხვებს აწყვეტინებდა და მოპასუხის ნაცვლადაც პასუხებს თავად სცემდა. ამ ყველაფერმა კი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირებს დაუტოვა განცდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რაც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაზეც აისახოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.