ჩუგოშვილის სამართლებრივი სიურპრიზი კობახიძეს - რა წერია კონსტიტუციის 49 მუხლში?

03.10.23 20:13
ჩუგოშვილის სამართლებრივი სიურპრიზი კობახიძეს - რა წერია კონსტიტუციის 49 მუხლში?

 

 

თამარ ჩუგოშვილის მოულოდნელი სამართლებრივი სიურპიზი ირაკლი კობახიძეს -   პრეზიდენტის წარმომადგენლები ბოლო წუთამდე საიდუმლოდ ინახავდნენ მთავარ არგუმენტს ზურაბიშვილის დასაცავად. ეს კონსტიტუციის 49-ე მუხლია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიეთობებში. ამის შემდეგ, წესით, კითხვები აღარ უნდა იყოს იმის შესახებ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა. 

ჩუგოშვილი და კობახიძე - ერთი ქვეყნის კონსტიტუციის ავტორია, მეორე თანაავტორი. დღეს კი  მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე  იყვნენ. პარალამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მისი ყოფილი მოადგილე უხსნიდა, როგორ უნდა წაიკითხოს და  გაიგოს ის, რაც  თავად დაწერა.  

ჩუგოშვილმა კონსტიტუციის ავტორ კობახიძეს ქვეყნის  მთავარი კანონი, პრაქტიკულად,  თვალწინ ჩამოუშალა.  პრეზიდენტის წარმომადგენელმა იკითხა, რატომ არ სჭირდება მთავრობის ნებართვა საქართველოს პრეზიდენტის მაღალი დონის ვიზიტებს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ეს კონსტიტუციის დარღვევაა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები