„ოცნებას“ წარმოდგენა ჩაეშალა - პრეზიდენტი კობახიძის პირისპირ მოპასუხის სკამზე არ დაჯდა
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი წარმოდგენა ჩაუშალა. პრეზიდენტი კობახიძის პირისპირ მოპასუხის სკამზე არ დაჯდა. ზურაბიშვილი თბილისში ათონელის სასახლეში დარჩა და მისი გასამართლების პროცესს თვალს ტელევიზიით ადევნებდა.
„ოცნების“ მომჩივანი წევრების გარდა, პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში მისვლას, პრაქტიკულად, დაჟინებით ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც. არადა, პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებს, იჯდეს სხდომათა დარბაზში და ისმინოს მის წინააღმდეგ ბრალდებები. ეს ზურაბიშვილმაც კარგად იცის და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისულ „ოცნების“ ლიდერებს თბილისიდან უთხრა: „რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება“. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი კომენტარი, რომელიც პრეზიდენტმა „პირველებს“ მისცა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.