გაცილებით უფრო ძლიერ და უტყუარ არგუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს - გიორგი სიორიძე

03.10.23 19:50
გაცილებით უფრო ძლიერ და უტყუარ არგუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს - გიორგი სიორიძე

"გაცილებით უფრო ძლიერ და უტყუარ არგუმენტებს აუცილებლად წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს" - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სიორიძის თქმით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით სიტყვით გამოსვლის შემთხვევაში "ლელო" პრეზიდენტის დასაცავად უფრო მეტად არგუმენტირებულ დასაბუთებას წარადგენს.

ვფიქრობ, რომ სხდომის ბოლო ნაწილში, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი საუბრობდა, მას ჰქონდა ძალიან სუსტი არგუმენტები. რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე იქნა საერთოდ მცდარი მოსაზრება გაკეთებული, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის მხარე, რომლისთვისაც იმპიჩმენტის პროცედურა არის დასაბუთებული, პირიქით არის სუსტი სამართლებრივი არგუმენტაციით წარმოდგენილი. 
ის არგუმენტები, რომელიც იმპიჩმენტის საწინააღმდეგო არის და რომელიც მოყვანილი არის „ლელოს“ სამართლებრივ დასკვნაში ისინი განსხვავდება პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან წარმოდგენილი და თუ ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ მოგვეცემა სიტყვის თქმის საშუალება, გაცილებით უფრო ძლიერ და უტყუარ არგუმენტებს აუცილებლად წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - ამბობს სიორიძე.

 

მსგავსი სიახლეები