სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ, ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ? - მდინარაძე
"საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს.
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს და კომპეტენციას იწუნებს და წერს, რომ პროცესის მეორე ნაწილი "სევდიანი აღმოჩნდა".
იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ…
დღის ბოლო ერთადერთი კითხვა დარჩა: ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ?
ერთი, 3-4 წლის ამბავი გამახსენდა.
რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა 60-70, ზოგმა 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა - მაქსიმუმ 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა," - წერს მდინარაძე.