კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი დაპროგრამებული ბიორობოტია, რომელსაც მხოლოდ ძაღლის გასეირნება შეუძლია - მანჯგალაძე

03.10.23 19:58
კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი დაპროგრამებული ბიორობოტია, რომელსაც მხოლოდ ძაღლის გასეირნება შეუძლია - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის გასამართლების პროცესს მასკარადს უწოდებს. მისი თქმით, კობახიძეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არა უმაღლესი წარმომადგენელი, არამედ ბიო რობოტია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძაღლის გასეირნება შეუძლია. 

როგორც მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვამ აჩვენა, ეს არის მასკარადი, ერთქვარი ქოცური დრამატურგია, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროპული გზისთვის მაქსიმალური ხელის შეშლა. 

 ქოცის ლოგიკით პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება კონსტიტუციის 52-ე მუხლშია მოქცეული და არა მარტო საგარეო ვიზიტებზე სჭირდება ღარიბაშვილის თანხმობა ზურაბიშვილს, არამედ ქვეყნის შიგნით უცხოელი სტუმრების მიღებაზეც , მიუხედავად შეხვედრის შინაარსისა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი არის არა უმაღლესი წარმომადგენელი და სახელმწიფოს მეთაური, არამედ ერთგვარი დაპროგრამებული ბიო რობოტი, რომელსაც დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარი ძაღლის გასეირნება შეუძლია ისც მხოლოდ მთავრობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე. 

 ეხ, ნეტა მართლა სხვა სატკივარი და პარობლემა არ ჰქონდეს საქართველოს,  - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები