ფსიქოლოგიური, მორალური ზეწოლა და შეურაცხყოფა - პრეზიდენტი იმპიჩმენტის საქმის პირველ პროცესზე

03.10.23 20:04
ფსიქოლოგიური, მორალური ზეწოლა და შეურაცხყოფა - პრეზიდენტი იმპიჩმენტის საქმის პირველ პროცესზე

ისტორიულ სასამართლო პროცესს და იქ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. პრეზიდენტის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობდა. 

პრეზიდენტი მის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში მადლობას უხდის გამძლეობისთვის. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სხდომაზე "ოცნება" აბსურდული ბრალდებებით და მტკიცებულების გარეშე იყო წარმოდგენილი.

მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი," - წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები