„ივანიშვილის დავალება და აბსურდული ბრალდება“ - მესამე სექტორი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, როგორც „ოცნების“ მძიმე საქმეების გადაფარვის მცდელობა - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად უმწვავესი განცხადებები კეთდება სამოქალაქო სექტორში. ოთარ ფარცხალაძის აგენტობის საქმე, ეროვნული ბანკის სკანდალი და ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერი - ყველა ეს ხმაურიანი ამბავი დროში ემთხვევა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ შტურმს, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისთვის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი სამართლებრივად იმდენად დიდი აბსურდია, რომ მათი თქმით, საქმე წარმოებაშიც კი არ უნდა მიეღოთ. დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილის დასჯა ივანიშვილის დავალებით და გამოგონილი ბრალდებით გადაწყვიტა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.