ისტორიულ სასამართლო პროცესიდან ისტორიულ პარლამენტის სხდომამდე - ვის გადაიბირებს "ოცნება"?
რა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ? თუ პლენუმმა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად სცნო, იმპიჩმენტი ისევ პარლამენტის იმ დარბაზში დაბრუნდება და დასრულდება კიდეც, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმაა საჭირო, რომელიც "ოცნებას" არ აქვს, ამიტომ ოპოზიციის შიგნით პოლიტიკური ეჭვიანობა ამ დრომდე არ დასრულებულა.
ვის გადაიბირებს "ოცნება" ჯერ უცნობია. ეჭვმიტანილთა სავარაუდო სია დეპუტატებმა თავად შეადგინეს, თუმცა ჯერ არავის ასახელებენ და მოვლენების განვითარების ფინალს ელოდებიან. ერთადერთი შეფასება, რაც წინასწარ კეთდება, ისაა, რომ ყველა გადაბირებული მოღალატე იქნება.
ისტორიული სასამართლო სხდომიდან პარლამენტის ისტორიულ პროცესამდე დიდი დრო არ რჩება. "ქართული ოცნება" კი დღეს ისე იქცეოდა, თითქოს მათი ხელმოწერილი სარჩელით ამ ქვეყანაში პრეზიდენტს არ ასამართლებდნენ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.