მეშინია, რომ ეს ყველაფერი განზრახ დადგმულია, მეშინია რა იქნება შედეგები - პრეზიდენტის ძმა
" მე მეშინია, რომ ეს ყველაფერი განზრახ დადგმულია, მეშინია რა იქნება შედეგები," - ამ განცხადებას პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი "რეაქციაში" აკეთებს.
ოთარ ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი საქართველოს მომავალს აზიანებს. ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყანას პრორუსული მთავრობა ჰყავს და ხელისუფლება რუსი მაღალჩინოსნების გზავნილების გამტარებელია.
ვიხილე დილას ერთი ნაწილი სასამართლოს, ნამდვილად ეს არის დამაზიანებელია საქართველოს მომავლისთვის. ეს ფაქტობრივად, არის ევროპის შეურაცხყოფა და დაკმაყოფილება რუსული ძალების.
როდესაც საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში, რა პრაქტიკაა, თუ შევადარებთ რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, ეს არის დამუშავებული 30 წლის მანძილზე, უცნაურად მოდის, ჟღერს, როგორც დადგმული სპექტაკლი, ეს მოჰყვება რუსული კანონის გამოქვეყნებას, მერე უკან დახევას, რეისების აღდგენას, ლავროვის დეკლარაციებს, დღეს იყო თუ გუშინ, კარასინის დეკლარაციებს, რომელიც პრეზიდენტს პოლიტიკურ შიზოფრენიას უწოდებს, მერე ამბობს, რომ უკრაინის მერე თქვენ იქნებითო და ამაზე პარლამენტის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ დიდი არაფერი უნდა ვთქვათ, პრეზიდენტია და ცუდ რამეს აკეთებსო, ესაა პასუხი? მე მეშინია, რომ ეს ყველაფერი განზრახ დადგმულია, მეშინია რა იქნება შედეგები.არის საუბარი იმპიჩმენტზე, როცა არის დახვეწილი დიპლომატი, რომელიც მთელ ევროპას იცნობს და ახალგამოჩეკილი დიპლომატები რომ რიყავენ საქართელოს მომავალს, მეცინება", - ამბობს ზურაბიშვილი.