ბელგიის მეფემ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა - პრეზიდენტის ძმა
ბელგიის მეფემ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ავრცელებს.
"რეაქციაში" ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის მეფეს ოფიციალური წერილით მიმართა და მისი არჩასვლის მიზეზები განმარტა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის დაბლოკვაში მთავრობა ამხილა, ამის შემდეგ ბელგიის მეფემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას აღარ გამართავდა.
თუ სწორი ცნობა მაქვს, გადაწყვეტილება მოდის ბელგიის მეფის მიერ, რომ გაუქმებულია ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტთან კი არა, მთავრობასთან. ეს არის ძლიერი ნიშანი გაგზავნილი ბელგიიდან, ალბათ, მივიღებთ ისეთ ნიშანს, ღმერთმა გვაშოროს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. არ იქნება ბელგიური და საქართველოს ჰიმნები დაკრული,“ - ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი რომ ბელგიაში ვერ ჩადის, ეს პრეზიდენტის მიერ ბელგიის მეფისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა. საქართველოს პრეზიდენტს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მთავრობის უარისა და საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული სხდომის გამო, სალომე ზურაბიშვილი ვერ მიდის ბელგიაში.