იქნება თუ არა იმპიჩმენტი, პრეზიდენტი მზად არის, რომ გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან - ოთარ ზურაბიშვილი

03.10.23 21:25
იქნება თუ არა იმპიჩმენტი, პრეზიდენტი მზად არის, რომ გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან - ოთარ ზურაბიშვილი

„რამდენადაც შეძლებს, იქნება იმპიჩმენტი თუ არა, მზად არის, რომ გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ განზრახვა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი თავის გავლენებს მაინც გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

რამდენადაც შეძლებს, იქნება იმპიჩმენტი თუ არა, მზად არის რომ გამოიყენოს ყველა იარაღი, რომ მივიდეს მთავარ მიზანთან. მთავარი მიზანი არის, რაც არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ საქართველო შევიდეს ევროპაში. ეს არის ქართველების სურვილი, რაც არ უნდა იყოს. იცის, რომ გავლენიანი არის, ნახეთ, რომ გაუშვეს სურათები და ვიდეოკადრები ელისეს სასახლეში, ჩანს რა ტიპის ურთიერთობაა, ჩანს რა არის მათი სურვილი, როდესაც რამდენიმე წლის წინ გერმანიამ და საფრანგეთმა უარი თქვეს საქართველოზე, ახლა შეცვლილია, ვინ იცის, როდის მოტრიალდება უკან ევროპა და როდის დაინტერესდება, ახლა დროა,“ - ამბობს ზურაბიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები