გადავა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში? - პრეზიდენტის ძმა ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე
არის თუ არა შანსი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდეს? - პრეზიდენტის შესაძლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მისი ძმა, ოთარ ზურაბიშვილი საუბრობს.
როგორც ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე, რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი მისთვის უცნობია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს არ გადაუხვევს.
ჩვენ ვართ პოლიტიკური ოჯახიდან, ემიგრაციიდან და მთავარი საკითხი იყო, რა არის საქართველოს მომავალი. არ არის საჭირო ჩაწერა პარტიებში, საჭიროა მოქმედება რამდენადაც შეგიძლია ამ მიმართულებით. ვერ გეტყვით, რა მიმართულებას აიღებს სალომე, როგორ გადაწყვეტს ამას, შევა თუ არა სადმე, რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე წაიყვანს მის საქმეს. გინდ იყოს პარტიაში, გინდ არა, საკითხი ისაა, რომ რაც არის ნაბიჯები იმას გადადგამს,“ - ამბობს ზურაბიშვილი.